სამედიცინო გენეტიკის ცენტრი

1990 წლის 10 იანვარს 1 პაციენტის კონსულტირება მოხდა ჩვენი კლინიკის ბაზაზე შექმნილ  რესპუბლიკურ სამედიცინო გენეტიკურ ცენტრში, რომელიც პირველი იყო და ერთადერთია რესპუბლიკის ბაზაზე.

აღნიშნული სამსახური ახორციელებს ფენიკეტონურიით დაავედებულ პაციენტთა გამოკვლევა-დიაგნოსტიკას, დიეტო-თერაპიას, ციტო გენეტიკურ გამოკვლევებს, პრენატალურ გამოკვლევებს, პანკრიასის კისტოფიბროზულ გამოკვლევებს, ატარებს სინდრომოლოგიურ კვლევებს და მუშაობს ოჯახების სრულ გენეტიკურ კვლევებზე.

დღეისათვის 3000-ზე მეტი მემკვიდრული დაავადებაა ცნობილი. მათი უმრავლესობა ბავშვობის ასაკში იჩენს თავს. გენეტიკური ფაქტორები არაიშვიათად უდევს საფუძვლად ისეთ პრობლემებს, როგორიცაა თვითნებითი აბორტები, მკვდრადშობადობა, უშვილობა, ნაყოფის განვითარების ანომალიებით და ა.შ.

აღნიშნულ მდგომარეობათა შესასწავლად, ცენტრში დანერგილია გენეტიკური(ქრომოსომული, ბიოქიმიური, იმუნოფერმენტული, ფლუროსცენციული), ულტრაბგერითი (გენეტიკური პროფილის ექოსკენირება) და სხვა (ჰორმონალურ, ფარულ ინფექციებზე სპერმოგრამა და ა. შ. ) კვლევის მეთოდები.

გაგაცნობთ, იმ ძირითად მდგომარეობებს, როდესაც მიზანშეწონილია პაციენტი გამოკვლეულ იქნას სამედიცინო გენეტიკის ცენტრში: ზრდა განვითარებაში გლობალური შეფერხება; ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებები, განვითარების თანდაყოლილი ანომალიები, კრუნჩხვები; კუნთთა დისტროფიები, ყრუმუნჯობა; ამა თუ იმ საკვების მოუნელებლობა, შარდის სპეციფიკური სუნი, ჰიპოტროფია, დიზლექსია. 35 და მეტი ასაკის ორსულები, უშვილო ოჯახები, ამენორეა, თვითნებითი აბორტები, ნაყოფის სიმახინჯეები, მკვდრადშობადობა, გენეტიკური დაავადებით შეპყრობილი პირი, სისხლით ნათესაური ქორწინება და ა. შ.

შეგახსენებთ, რომ დროული მიმართვა წარმატების საწინდარია.